ასაწყობი კონსტრუქცია საავადმყოფოსთვის

ასაწყობი კონსტრუქცია საავადმყოფოსთვის
სწრაფი და ეკონომიური სამედიცინო ობიექტები „კარმოდის“ გარანტიით „კარმოდი“ საავადმყოფოს ასაწყობ კონსტრუქციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს. ექსპლუატაციისთვის სანდო, კომფორტული, პრაქტიკული ნაგებობა სითბოსა და ხმის მაღალი ზონის იზოლაციით თქვენს პროექტებს სისწრაფესა და დინამიზმს შესძენს. ადვილია მისი დემონტაჟი და სხვა ტერიტორიაზე გადატანა, რის გამოც კომფორტულია სხვადასხვა ადგილზე მისი გამოყენება. სხვადასხვა მოდელისა და ზომის ასორტიმენტით ჩვენ დავაკმაყოფილებთ საავადმყოფოს ასაწყობ კონსტრუქციასთან დაკავშირებულ თქვენს ნებისმიერ საჭიროებას. უხარისხო და სტანდარტების შეუსაბამო პროდუქცია დიდ დანაკარგებს იწვევს ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. ხმისა და სითბოს არასაკმარისი იზოლაციის, მაღალი დანაკარგების მომტანი, მცირე საექსპლუატაციო ვადის მქონე პროდუქციის ბაზარზე გატანა მომხმარებლის გარდა სერიოზულ ზიანს აყენებს ეროვნულ ეკონომიკასაც. მთელს მსოფლიოში ენერგიის დაზოგვის მიზნით საწარმოო პროცესში მაღალი ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებით შესაძლებელი ხდება მომავალს იმედით შევხედოთ. „კარმოდი“ 28 წლიანი გამოცდილებით მაღალკონკურენტულ გლობალურ ბაზარზე პრესტიჟულ პროექტებს ახორციელებს, ძალისხმევას არ იშურებს, მიაღწიოს დამსახურებულ ადგილს და ყოველწლიურად უფრო თავდაჯერებული ნაბიჯებით ვითარდება.