სამშენებლო ობიექტის ასაწყობი კონსტრუქციების უპირატესი მახასიათებლები
მაღალტექნოლოგიური, სწრაფი წარმოების, დროული, უმოკლეს ვადაში მონტაჟისა და რეალიზაციის შემდგომი მომსახურების წყალობით „კარმოდი“ მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ფირმაა მსხვილი პროექტების სამშენებლო ობიექტებისთვის ასაწყობი კონსტრუქციების წარმოების სფეროში. ჩვენი კონსტრუქციები განეკუთვნება ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის კლასის ნაგებობებს, პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მათი დემონტაჟი და სხვა ადგილას დაწყებული ახალი პროექტისთვის ტრანსპორტირება. სამშენებლო ობიექტის კონსტრუქციებს გამოყენების ადგილის მახასიათებლებისა და კლიენტის არჩევანის მიხედვით აწარმოებენ სენდვიჩ-პანელის სისტემის (ფურცლოვანი ლითონი - პენოპოლისტიროლი - ფურცლოვანი ლითონი) ან ბოჭკოვანი ცემენტის პანელის სისტემის კედლის პანელებით. ერთსართულიან ან ორსართულიან პროექტებში მონტაჟის ადგილისა და მომხმარებლის რაოდენობის მიხედვით სასურველი ზომის საერთაშიროსო სტანდარტების საცხოვრებელი სახლების სანდო და სწრაფი წარმოების გამო „კარმოდს“ ირჩევს მსოფლიო.
ვაწარმოებთ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში პროექტების დასაწყებად საჭირო ყველა სახის დროებით და მუდმივ ასაწყობ კონსტრუქციას, სენდვიჩ-პანელის სისტემის ასაწყობ შენობებს ან ბოჭკოვანი ცემენტის დაწნეხილი პანელის სისტემის ასაწყობ შენობებს. სამშენებლო ობიექტის ეს კონსტრუქცია არის ერთი ან ორსართულიანი ეკონომიური და მტკიცე შენობა, სადაც გამოყენებულია კლიმატური პირობების შესაბამისად დაპროეტებული მაღალი იზოლაციის პანელები, რომლის მოხსნა, ტრანსპორტირება და მონტაჟი ადვილია, რის გამოც უზრუნველყოფილია მოქნილი პროექტირება, სწრაფი წარმოება და სწრაფი მონტაჟი.