საერთო საცხოვრებლის კონსტრუქციები

დასასვენებელი სივრცე, რომელიც მხნეობას გვმატებს ნაყოფიერი მუშაობისთვის „კარმოდის“ საერთო საცხოვრებლის კონსტრუქციები განსხვავებული დიზაინითა და კომფორტული, ერგონომიული სათავსებით მთელს მსოფლიოში პრიორიტეტულია სამშენებლო სექტორის, ნავთობის, მადნის მოპოვების, გზის მშენებლობის პროექტებში. მუშათა საერთო საცხოვრებლისთვის ერთ ან ორსართულიან შენობებს პროექტისა და მოთხოვნილი ელემენტების შესაბამისად აწარმოებენ. ხმაურისა და ტემპერატურის მიმართ მაღალი მდგრადობის ასაწყობ საერთო საცხოვრებლის ნაგებობას უპირატესობა ენიჭება ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის, ადვილი მონტაჟისა და დაბალი თვითღირებულების გამო. „კარმოდის“ მუშათა საერთო საცხოვრებლებში, რომელიც როგორც თურქეთში, ასევე მთელს მსოფლიოში გამორჩეულია ხარისხით, ყველა დეტალი გათვალისწინებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად მუშაობენ. ნებისმიერი მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად წარმოებულ ასაწყობ კონსტრუქციებს აქვს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატები. პირველი ხარისხის ცეცხლგამძლე ნედლეულისგან დამზადებული სამშენებლო ობიექტის მუშათა საერთო საცხოვრებელი უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე კომფორტს.