ჩვენ შესახებ

თურქული ბრენდი „კარმოდი“ - მსოფლიო ლიდერი ასაწყობი შენობების წარმოებაში

„კარმოდის ასაწყობი სამშენებლო ტექნოლოგიები“ ეს არის მზა კონსტრუქციების სექტორის მოწინავე ბრენდი, რომელიც თავისი უდიდესი გამოცდილებით 1986 წლიდან პროექტებს ახორციელებს მსოფლიოს თითქმის 90 ქვეყანაში

კარგად ორგანიზებული, სინქრონულად მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფების მეშვეობით „კარმოდს“ შეუძლია პროექტების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად  განხორციელება. 

„კარმოდი“ თანამედროვე საწარმოში, ფართობით 21 ათასი კვ.მ, მსოფლიო მასშტაბით მოწინავე პროექტების სამშენებლო ნაგებობებთან ერთად აწარმოებს სხვადასხვა კონსტრუქციებს, როგორიცაა კონტეინერები, მოდულური კაბინები, საცხოვრებელი სახლები, საგანგებო დასახლების პუნქტები. „კარმოდის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია სამშენებლო ნაგებობები  მსოფლიოს ყველაზე დიდი რეზერვის მქონე ბუნებრივი აირის პროექტისთვის „შაჰდენიზი-2“, რომელიც მთელს ევროპას ენერგიით უზრუნველყოფს, ერაყის ქალაქ ბაღდათში და ელ-ქუტში უმოკლეს ვადაში - 7 თვეში დასრულებული 10 ათას მოსახლეზე გათვლილი 1884 საცხოვრებელი სახლი და სოციალური ობიექტები, ნიგერიაში გაეროს სამხედრო ყაზარმის ნაგებობები და სხვ.


„კარმოდის“ პროდუქცია::
• ასაწყობი შენობები (ნაგებობები სამშენებლო ობიექტებისთვის, ოფისები, სახლები და
• საცხოვრებელი კორპუსები, დროებითი დასახლების ერთეულები, სასწავლო და სამედიცინო
• შენობები, სამხედრო ნაგებობები) კონტეინერები, საცხოვრებელი ობიექტები, მოდულური
• საცხოვრებელი კაბინები

მახასიათებლები, რომლითაც გამორჩევა „კარმოდი“?
• პროექტების ზუსტად დროულად დასრულება (სწრაფი წარმოება, მოკლე ვადაში აწყობა) 
• პროექტისთვის გაწეული მაღალი ხარისხის ნაწარმის მხარდაჭერა „რეალიზაციის შემდგომ მომსახურებით“ 
• გარემოსა და შრომის უსაფრთხოების პირობების უმაღლეს დონეზე დაცვა 
• პერიოდული სწავლებების მეშვეობით დასაქმებულთა პროფესიონალიზმის ზრდა და წარმატების თანამშრომლებთან ერთად გაზიარება