ხშირად დასმული კითხვები

რა საექსპლუატაციო ვადა აქვს ასაწყობ შენობას?

ასაწყობი შენობები განეკუთვნება ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადის მქონე ნაგებობების კლასს და მათი უსაფრთხოდ გამოყენება შესაძლებელია საშუალოდ 50 წლის განმავლობაში. შენობის საექსპლუატაციო ვადაზე ზემოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ძლიერი ქარი, თოვლი, წვიმა, ნესტი, ასევე ექსპლუატაციის პირობები. როგორც სხვა შენობებში, ამ შემთხვევაშიც სტანდარტული მოვლა დადებითად ზემოქმედებს ვადაზე.

რა მასალისგან ამზადებენ ასაწყობ შენობებს? რა მახასიათებლები აქვთ?

„კარმოდის“ ასაწყობ შენობებს აწარმოებენ თანამედროვე სამრეწველო ობიექტებში შედუღების გარეშე ხრახნიანული გადაბმის ტექნოლოგიით. ჭანჭიკიანი სისტემის მდგრადობა შედუღებით შეერთებასთან შედარებით უფრო მაღალია და უფრო სანდო, საწარმოო და მონტაჟის ხარვეზები თითქმის ნულამდეა დაყვანილი. ჩვენს შენობებში ძირითადად გამოიყენება ფურცლოვანი ფოლადი, პენოპოლისტიროლი და ბოჭკოვანი ცემენტის ფილა. ჩვენი პროდუქციისთვის ვიყენებთ 100% უჟანგავ მასალას. კედლის პანელებში უპირატესობას ვანიჭებთ მაღალი იზოლაციის მქონე ორი ტიპის პანელს: ბოჭკოვანი ცემენტის ფილა - პენოპოლისტიროლი -ბოჭკოვანი ცემენტის ფილა ან ფურცლოვანი ფოლადი - პენოპოლისტიროლი -ბოჭკოვანი ცემენტის ფილა. სახურავის ფერმებს ხრახნული გადაბმის სისტემით აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ ხაზზე ფურცლოვანი ლითონის ავტომატური პროფილირების დანადგარებზე ზუსტად პროექტის დეტალების შესაბამისად. ფერმების დგარები და განმბჯენები მზადდება სტატიკური გაანგარიშებების საფუძველზე ჩვენი ინჟინრების მიერ დადგენილ წერტილებში, შენობის აწყობის ადგილის გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მხედველობაში მიღებით. სახურავის საფარად სტანდარტულად გამოიყენება გალვანიზებური ფურცლოვანი ფოლადი. კლიენტის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ორიენტირებული ბურბუშელას ფილა, მემბრანა, სახურავის ყავარი. ფანჯრები და აივნის კარები მზადდება პოლივინილქლორიდის ორმაგი მინაპაკეტისგან. ოთახებს შორის გამოყენებულია ამერიკული ტიპის პანელური კარი. ელექტროსისტემისა და სანტექნიკის ყველა მასალა შეესაბამება თურქულ სტანდარტებს (TSE) და აქვთ ხარისხისა და გარანტიის სერტიფიკატები.

შესაძლებელია თუ არა ასაწყობი შენობების მოხსნა და სხვა ადგილას გადატანა?

ასაწყობ შენობას აქვს ხრახნული გადაბმის სისტემა, რის გამოც შესაძლებელია მისი დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა. მაგრამ ზოგიერთი მასალის გამოყენება ხელახლა მონტაჟისას არ შეიძლება. საჭიროა მასალების მაქსიმუმ 10%-ის განახლება.

უძლებს თუ არა ასაწყობი შენობა მიწისძვრასა და ქარს?

ასაწყობი შენობა მდგრადია 7,5 ბალიანი მიწისძვრისა და 80 კმ/სთ სიჩქარის ქარის მიმართ. ჩვენ ვაწარმოებთ ასაწყობ შენობებს დანიშნულების ადგილის კლიმატური პირობების მხედველობაში მიღებით და მისი გამოყენება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

არის თუ არა საჭირო ასაწყობი შენობის მოვლა?

როგორც ნებისმიერ ნაგებობას, ასაწყობ შენობასაც ესაჭიროება სტანდარტული მოვლა. ასაწყობ შენობაში გამოიყენება განსხვავებული მახასიათებლების მქონე მასალები, რომელთაც აქვთ განსხვავებული თბური გაფართოების კოეფიციენტი, რის გამოც პანელებს შორის შესაძლებელია წარმოიშვას მიკროსკოპული ბზარები. შესაძლებელია საჭირო გახდეს ამ ბზარების მასტიკით შეკეთება და ნაწილობრივ შეღებვა.

როგორია ასაწყობ შენობებში ხმისა და სითბოს იზოლაცია?

„კარმოდის“ ასაწყობი შენობების გარე კედლები დამზადებულია 10 სმ სისქის პენოპოლისტიროლის შემცველი პანელებით, რის გამოც კლასიკურ რკინა-ბეტონის შენობებთან შედარებით უზრუნველყოფილია სითბოსა და ხმის უფრო მაღალი დონის იზოლაცია. კედლის პანელების მაღალი სიმკვრივის პენოპოლისტიროლი და სახურავის იზოლაციისთვის გამოყენებული მინერალური ბამბა და მინაბამბა უზრუნველყოფს მაქსიმალურ იზოლაციას.

ასაწყობ შენობას მხოლოდ განსაზღვრული სტანდარტითა და ზომებით აწარმოებთ?

ასაწყობი შენობა შესაძლებელია დამზადდეს სასურველი ზომების მიხედვით. კლიენტების განსაკუთრებულ მოწონებას და ინტერესს იმსახურებს ჩვენი არქიტექტორებისა და ინჟინრების მიერ მომზადებული საცხოვრებელი სახლების კომფორტული და ერგონომიული პროექტები. ფართობის მიხედვით ჩვენ ვაწარმოებთ 1+1 -დან 3+1-მდე სხვადასხვა გეგმის შენობას. „კარმოდს“ შეუძლია აწარმოოს ასაწყობი შენობა ნებისმიერი მზა გეგმის მიხედვით.

რა დრო სჭირდება ასაწყობი შენობის წარმოებასა და მონტაჟს?

ჩვეულებრივ პირობებში სტანდარტულ შენობას ვაწარმოებთ 1 კვირაში. ამინდის პირობების მიხედვით ჩვენი სამონტაჟო ჯგუფები ერთსართულიანი სახლის მშენებლობისას დღეში ამონტაჟებენ 20-25 კვ.მ ფართობს, ორსართულიანი სახლის შემთხვევაში კი დაახლოებით 15-20 კვ.მ. მონტაჟისა და კლიენტის მიერ შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდეგ მღებავი სამღებრო სამუშაოებს დაასრულებს 1-3 დღეში. დროის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შენობაში შესახლებას შეძლებთ 1 თვეში.

შესაძლებელია თუ არა ასაწყობი შენობის შიგნიდან გადაკეთება?

ასაწყობ შენობებს აწარმოებენ ბუნებრივი და კლიმატური პირობების შესაბამისად განხორციელებული სტატიკური გაანგარიშებების საფუძველზე. შესაძლებელია გადაკეთება ისე, რომ არ დაირღვეს შენობის სტატიკური მონაცემები. შესაძლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის აუცილებლად მიიღეთ საჭირო ინფორმაცია „კარმოდის“ რეალიზაციის შემდგომი სამსახურისგან.

როგორი ფუნდამენტია საჭირო ასაწყობი შენობისთვის?

საჭიროა 25-30 სმ სიმაღლის ბეტონის მოსწორებული ფუნდამენტი, რომელიც ყველა მხრიდან 30 სანტიმეტრით უნდა იყოს გამოწეული შენობის კედლიდან. რკინა-ბეტონის შენობებისგან განსხვავებით არ არის საჭირო ბეტონის მძიმე ფუნდამენტის მოწყობა. ხელშეკრულების დადებისას კლიენტს მივაწვდით ბეტონის ფუნდამენტის გეგმას. კლიენტმა შენობის მონტაჟის დაწყებამდე უნდა დაასრულოს ბეტონის სამუშაოები.

როგორია ასაწყობი შენობის საგარანტიო პირობები და საგარანტიო ვადა?

ჩვენს ხელშეკრულებაში მოცემული ზოგადი საექსპლუატაიო პირობების შესაბამისად ექსპლუატაციის შემთხვევაში წარმოებისა და მონტაჟის ხარვეზებზე საგარანტიო ვადა ერთი წელია. „კარმოდი“ ყველა საკითხში, მათ შორის რეალიზაციის შემდგომ მომსახურების საკითხში, ამ სფეროს ლიდერია. გაყიდვის შემდგომ მომსახურების ერთეული მუდამ თქვენს გვერდითაა.

რა მასალა გამოიყენება ასაწყობი შენობის სახურავისთვის?

სახურავის მასალა, როგორიცაა ნატურალური ტრაპეციისებრი ფურცლოვანი ფოლადი, შეღებილი ტრაპეციისებრი ფურცლოვანი ფოლადი, ფურცლოვანი ფოლადი კრამიტის მოხატულობით, შესაძლებელია დამაგრდეს როგორც უშუალოდ ლითონის კოჭებზე, ასევე ორიენტირებული ბურბუშელას ფილაზე. გარდა ამისა, შესაძლებელია ყავარის და სენდვიჩ-პანელის გამოყენება.

შესაძლებელია თუ არა ასაწყობი შენობის სველ მოცულობებში მეტლახისა და კაფელის გაკვრა?

სველ მოცულობებში კედლებზე, სადაც უნდა გაიკრას კაფელი, გააკრავენ მწვანე ნესტგამძლე თაბაშირ-მუყაოს ფილას. შესაძლებელია შელესვისა და ბადის გაკვრის შემდეგ გაიკრას კაფელი. იატაკზე ჯერ უნდა მოეწყოს წყლის იზოლაცია, მოჭიმვის თხელი ფენა, შემდეგ კი დაიგოს მეტლახი.

ასაწყობ შენობას თურქეთის ნებისმიერ რეგიონში აშენებთ?

ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თურქეთის შვიდივე გეოგრაფიულ რეგიონში. ამ ეტაპზე „კარმოდი“ ახორციელებს ექსპორტს მსოფლიოს თითქმის 90 ქვეყანაში. ჩვენი ინჟინრები შენობის დანიშნულების ადგილზე რეგიონის კლიმატის, ქარის, თოვლის დატვირთვისა და სხვა ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით განახორციელებენ გაანგარიშებებს სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, შენობას ვაწარმოებთ და დავამონტაჟებთ რეგიონის პირობების შესაბამისად.

არის თუ არა საჭირო ასაწყობი შენობისთვის მშენებლობის ნებართვა?

ასაწყობი შენობებისთვის საჭიროა ისეთივე სამშენებლო ნებართვა,როგორიც რკინა-ბეტონის ნაგებობისთვის. თქვენ ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოთ მერიის ან გუბერნიის გარემოსა და ურბანულ სამსახურს.

მაქსიმუმ რამდენსართულიანი შეიძლება იყოს ასაწყობი შენობა?

ასაწყობი შენობა შესაძლებელია იყოს 2 სართულიანი. ფოლადის მსუბუქი კონსტრუქციებით კი შესაძლებელია 3 სართულის მოწყობა.

რა პასუხისმგებლობა ეკისრება ასაწყობ შენობასთან დაკავშირებით კლიენტს?

კლიენტმა უნდა უზრუნველყოს არმატურის ბადით გამაგრებული ფუნდამენტის მოწყობა, სახლის დატბორვის თავიდან ასაცილებლად 30 სმ სისქის ბეტონი, ყველა სახის მიწის თხრისა და მოწყობის სამუშაოები, ფუნდამენტისა და კედლის მოპირკეთება (მოჭიმვა, კაფელი, მეტლახი, ლამინირებული პარკეტი და სხვ.), ასაწყობ შენობასთან გარე ქსელების დაკავშირება (ელექტროენერგია, კანალიზაცია, სასმელი წყალი), მერიის ან გუბერნიის გარემოსა და ურბანული სამსახურისგან საჭირო ნებართვისა და უფლების აღება, გათბობა-გაგრილების სისტემები (ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი და სხვ.), სტამბოლის ფარგლებს გარეთ მონტაჟის შემთხვევაში მემონტაჟეებისა და მღებავების ღამისთევისა და კვების ღირებულება, მასალების გადაზიდვა და ტრანსპორტირების დაზღვევა.

შესაძლებელია თუ არა ასაწყობი შენობა განთავსდეს რკინა-ბეტონის შენობაზე?

შესაძლებელია თუ არა ასაწყობი შენობა განთავსდეს რკინა-ბეტონის შენობაზე?

რა სახის ტრანსპორტით ხდება ასაწყობი შენობის გადატანა?

ასაწყობი სახლის ტრანსპორტირება შესაძლებელია სატვირთო მანქანით, ტრაილერით, გემით, მატარებლით ან სატვირთო თვითმფრინავით.

რა უპირატესობა აქვს ასაწყობ შენობას?

ასაწყობი შენობა შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი დანიშნულებით. ასაწყობი კონსტრუქციები შედგება სტანდარტული მოდულებისგან, რის გამოც პრაქტიკულია და სწრაფად მონტაჟდება. მისი მოქნილი კონსტრუქცია მდგრადია მიწისძვრისა და მეწყრის მიმართ. ასაწყობი შენობა შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი კლიმატური პირობების შესაბამისი სახის. ხმისა და სითბოს იზოლაციის დონის მხრივ ბევრად აღემატება სხვა ნაგებობებს. აწყობა ხდება გარემოს დაბინძურების გარეშე და უმოკლეს ვადაში. შესაძლებელია თანამედროვე და კლასიკური დიზაინის შენობის დაპროექტება და აშენება. ახასიათებს ხანძრის მიმართ მდგრადობა. ეს დასაშლელი კონსტრუქციაა, შესაძლებელია სურვილისამებრ დემონტაჟი და სხვა ადგილზე აწყობა.

როგორ ახერხებთ პრობლემის მოგვარებას ცივ რეგიონებში?

გარე კედლის პანელისა და სახურავის დეტალები განისაზღვრება შენობის მონტაჟის ადგილას კლიმატური პირობების მხედველობაში მიღებით ისე, რომ დაკმაყოფილდეს TS 825 სტანდარტის მაჩვენებლები. „კარმოდის“ ასაწყობ შენობებში უზრუნველყოფილი ტემპერატურული მაჩვენებლები მისაღებია თურქეთის ყველა რეგიონისთვის.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ასაწყობი შენობის შეძენისას?

• ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სანდოა ფირმა. • ძალიან მნიშვნელოვანია ფირმის პროფესიონალიზმი, პროდუქციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, ორგანიზაციული სტრუქტურა და დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაცია. • საჭიროა, რომ ფირმას შეეძლოს მუდმივი ტექნიკური მომსახურების გაწევა. • ძალიან მნიშვნელოვანია, მასალა იყოს ხარისხიანი და გამოყენებული იქნას ხარისხის სერტიფიკატის მქონე მასალები. • პირადად მოინახულეთ ფირმის საწარმო და გაესაუბრეთ უფლებამოსილ პირებს. დარწმუნდით მათ კომპეტენტურობაში. • დეტალურად შეისწავლეთ ხელშეკრულება. • ყურადღება მიაქციეთ, ჰყავს თუ არა ფირმას გაყიდვის შემდგომ წარმოებისა და მონტაჟის ეტაპებზე პროფესიონალთა ჯგუფები. • ყურადღება მიაქციეთ, თქვენთვის მომსახურების გაწევის გარდა თქვენი სახლის დასრულების შემდეგ რაიმე პრობლემის წარმოქმნისას გაგიწევთ თუ არა ფირმა დახმარებას.

როგორ განისაზღვრება ასაწყობი შენობის ფასი?

ასაწყობი შენობის ფასზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ელემენტები, როგორიცაა კონსტრუქციაში გამოყენებული ფოლადის ხარისხი და სისქე, კედლის სისქე და პანელებში გამოყენებული მასალები, სახურავის იზოლაცია, ფანჯრების ხარისხი და სხვ. გარდა ამისა, ფასზე ზემოქმედებს ფასადზე დამატებითი თბოიზოლაციისთვის გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალისა და გადახურვის ალტერნატიული მასალები.

რა მიზნით გამოიყენება ასაწყობი შენობები?

ასაწყობი შენობები გამოიყენება უამრავი დანიშნულებით, მაგალითად: საცხოვრებელი სახლი, ვილა, ოფისი, სოციალური საცხოვრებელი, სოციალური ობიექტი, სამშენებლო ობიექტი, საერთო საცხოვრებელი და სასადილო, ასაწყობი ქარხანა, ანგარი.

ასაწყობი შენობები გამოიყენება უამრავი დანიშნულებით, მაგალითად: საცხოვრებელი სახლი, ვილა, ოფისი, სოციალური საცხოვრებელი, სოციალური ობიექტი, სამშენებლო ობიექტი, საერთო საცხოვრებელი და სასადილო, ასაწყობი ქარხანა, ანგარი.

„კარმოდი“ აწარმოებს 4 განსხვავებული ტიპის კაბინას: ბოჭკოვანი მინის (FRP) კაბინა: იწარმოება გარედან გელკოუტით დაფარული, შუაში ბოჭკოვანი მინის, პოლიესტერისა და პოლიურეთანის გამოყენებით დამზადებული პანელების შეერთებით. წარმოებისას მკვრივი ნედლეულის გამოყენებით უზრუნველყოფილია ხმისა და სითბოს მაქსიმალური იზოლაცია. ABS-პლასტიკის კაბინა: თურქეთში პირველად იწარმოება ABS-პლასტიკის მასალისგან, ორმაგკედლიანი, შუაში პოლიურეთანის მასალით შევსებული პანელების შეერთების გზით. პანელის კაბინა: მზადდება პანელების შეერთების გზით, ეს პანელები კი შედგება შემდეგი ფენებისგან: (გარედან შიგნით) ფურცლოვანი ფოლადი +პენოპოლისტიროლი+პოლივინილქლორიდი. კაბინა „მეტროპოლი“: სხვადასხვა ზომის კოლოფისებური პროფილისგან დამზადებულ კარკასს შორის სითბოსა და ხმის იზოლაციისთვის გამოიყენება პენოპოლისტიროლი, შიდა და გარე მოპირკეთებისთვის - ბოჭკოვანი ცემენტის დეკორატიული ფილა.

არის თუ არა კაბინა ქარის მიმართ მდგრადი?

მიწაზე დაფიქსირებული კაბინა მდგრადია 80 კმ/სთ სიჩქარის ქარის მიმართ.

ესაჭიროება თუ არა კაბინას მოვლა?

„კარმოდის“კაბინები ძალიან მარტივად იწმინდება. კაბინის შიდა მხარე შეგიძლიათ გაწმინდოთ სველი ქსოვილით დეფორმირების გარეშე. გარედან კი კაბინა უნდა გაირეცხოს ჯაგრისით. კაბინაში იმ ადგილებზე, სადაც გამოყენებულია სილიკონი, შესაძლებელია გარე ფაქტორების გამო საჭირო გახდეს გაცვეთილი სილიკონის განახლება. ლაქებს კი ადვილად გაწმენდთ სტანდარტული საწმენდი საშუალებით.

როგორია კაბინის სითბოსა და ხმის იზოლაცია?

„კარმოდის“ კაბინის სტრუქტურა ყოველგვარი დეფორმაციის გარეშე უძლებს -30-დან + 60-მდე გრადუსს. გათბობის ან გაგრილების საშუალებით შესაძლებელია მისი საცხოვრებლად გამოყენება. პანელებს შორის გამოყენებული 35 მმ სისქის 40 კგ/მ³ სიმკვრივის ქაფი უზრუნველყოფს როგორც ხმის, ასევე თბოიზოლაციას.

კაბინებს მხოლოდ განსაზღვრული სტანდარტითა და ზომებით აწარმოებენ?

კაბინებში ვიყენებთ ყალიბის სისტემას, ამიტომაც სტანდარტული ზომის პროდუქციას ვამზადებთ. ზომების დადგენა ხდება საჭიროების მიხედვით, რის გამოც ჩვენი ზომები ნებისმიერ თქვენს საჭიროებას დააკმაყოფილებს. მინაპლასტიკისა და „მეტროპოლის“ კაბინებს ვაწარმოებთ თითქმის 50 კვ.მ ზომების.

რამდენი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი თქვენს სტანდარტულ კაბინაში?

ჩვენს სტანდარტულ კაბინაში დაახლოებით 2 მ2 ფართობი გათვლილია 1 ადამიანზე. კაბინის შეძენამდე გაყიდვების სპეციალისტი თქვენი საჭიროებების შესაბამისად გამოყენების მიზნისა და ადამიანთა რაოდენობის გათვალისწინებით დაგეხმარებათ ყველაზე იდეალური პროდუქციის არჩევაში.

როგორი ფუნდამენტია საჭირო კაბინებისთვის?

ადგილი, სადაც დაიდგმება კაბინა, უნდა იყოს გასწორებული და კაბინის ზომების მიხედვით უნდა მოეწყოს 10 სმ სისქის ბეტონის ფუნდამენტი. თქვენ მიერ შეძენილი კაბინის ზომების მიხედვით კიდეებში კაბინის მიწაზე დასაფიქსირებლად უნდა დატოვოთ საკმარისი ცარიელი ადგილი.

როგორია კაბინის საგარანტიო პირობები და საგარანტიო ვადა?

სავალდებულოა პროდუქციის გამოყენება ხელშეკრულებაში და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში, რომელიც თქვენ კონტეინერთან ერთად გადმოგეცემათ, მითითებული ექსპლუატაციის ზოგადი პირობების შესაბამისად. ამ პირობებში წარმოებისა და მონტაჟის ხარვეზებზე საგარანტიო ვადა 1 წელია.

სავალდებულოა პროდუქციის გამოყენება ხელშეკრულებაში და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში, რომელიც თქვენ კონტეინერთან ერთად გადმოგეცემათ, მითითებული ექსპლუატაციის ზოგადი პირობების შესაბამისად. ამ პირობებში წარმოებისა და მონტაჟის ხარვეზებზე საგარანტიო ვადა 1 წელია.

ჩვენს კაბინებში არის უმაღლესი დონის თბოიზოლაცია. ადვილია გაგრილება და გათბობა კონდიციონერისა და ელექტროგამათბობლის მეშვეობით.

რა ტიპის მანქანებით შესაძლებელია კაბინის ტრანსპორტირება?

კაბინის ზომების მიხედვით შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება პიკაპით, სატვირთო მანქანით ან ტრაილერით. ყველაზე გრძელი კაბინის ზომაა 270x750 სმ. უფრო დიდი ზომის კაბინა იგზავნება დაშლილი სახით და მას ადგილზე დაამონტაჟებენ „კარმოდის“ სპეციალისტები.

რა მასალისგან აწარმოებენ კონტეინერებს? რა მახასიათებლები აქვთ?

კოტეინერს აქვს ძირითადი კორპუსი, რომელიც მოწყობილია უჟანგავი გალვანიზებური ფურცლოვანი ლითონისგან დამზადებული და მთლიანად ხრახნებით შეერთებული პროფილებისგან, და ეს პროფილები დაფარულია პენოპოლისტიროლით შევსებული სენდვიჩ-პანელებით. ჩვენი კონტეინერების ყველა ლითონის დეტალი შეღებილია საავტომობილო შეღებვის ტექნოლოგიით საშრობ კამერებში. „კარმოდი“ პირველი თურქული ბრენდია, რომელიც კონტეინერის სახურავისთვის იყენებს 125 მმ სენდვიჩ-პანელის სისტემას. 50მმ სისქის კედლითა და პოლივინილქლორიდის კარ-ფანჯრის სისტემით „კარმოდის“ პროდუქცია ანალოგიურთან შედარებით უზრუნველყოფს 60%-მდე ენერგიის დაზოგვას, იატაკის საფარად გამოყენებულია -ბოჭკოვანი ცემენტის ფილაზე დაგებული პოლივინილქლორიდის ლინოლეუმი. შიდა ტიხრებისთვის გამოიყენება მერქანბოჭკოვანი ფილისგან დამზადებული კარები. „კარმოდის“ კონტეინერების მასალებისა და წარმოებისას 35%-თ ნაკლებია ნახშირბადის ემისია, რის გამოც ეს ეკოლოგიური პროდუქციაა.

არის თუ არა კონტეინერი ქარის მიმართ მდგრადი?

მიწაზე დაფიქსირებული კონტეინერი მდგრადია 80 კმ/სთ სიჩქარის ქარის მიმართ. რამდენიმე კონტეინერის შეერთებით მოწყობილი შენობას კი ვაწარმოებთ მას შემდეგ, რაც ჩვენი ინჟინრები განახორციელებენ სტატიკურ გაანგარიშებებს დანიშნულების ადგილზე ქარის სიჩქარის მხედველობაში მიღებით.

ესაჭიროება თუ არა კონტეინერს მოვლა?

თუ დაცულია ზოგადი საექსპლუატაციო წესები, კონტეინერს არ სჭირდება სპეციალური მოვლა, შესაძლებელია საჭირო გახდეს კარ-ფანჯრის მასტიკით დამუშავება.

როგორია კონტეინერებში ტემპერატურისა და ხმის იზოლაცია?

„კარმოდის“ ახალი თაობის კონტეინერები კედლის პანელებითა და თურქეთში პირველად გამოყენებული 125 მმ სახურავის სენდვიჩ-პანელებით უზრუნველყოფს ხმისა და თბოიზოლაციის მაღალ დონეს. სხვა კონტეინერებთან შედარებით უფრო მაღალი საიზოლაციო მაჩვენებელი აქვს და თითქმის 60%-მდე მეტი ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს. „კარმოდის“ ახალი თაობის კონტეინერები მუდამ მომგებიანია.

კონტეინერები მხოლოდ განსაზღვრული სტანდარტითა და ზომებით მზადდება?

ჩვენი კლიენტების საჭიროებებისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო სტანდარტების მხედველობაში მიღებით დადგენილი მოდელებისა და ზომის სტანდარტების შესაბამისად ვამზადებთ თქვენთვის საჭირო კონტეინერს. თუმცა კლასიკური დასაშლელი კონტეინერის საწარმოო სტანდარტია 230x595, „კარმოდი“ მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელმაც პირველად აწარმოა მთლიანად დასაშლელი 3x7 კონტეინერი. ამ შემთხვევაში თქვენ ჩვეულებრივ კონტეინერთან შედარებით დამატებით 7კვ.მ ფართობს მიიღებთ.

როგორი ფუნდამენტია საჭირო კონტეინერისთვის?

ადგილი, სადაც დაიდგმება კონტეინერი, უნდა იყოს გასწორებული და კონტეინერის ზომების მიხედვით უნდა მოეწყოს 10 სმ სისქის ბეტონის ფუნდამენტი. თქვენ მიერ შეძენილი კონტეინერის ზომების მიხედვით კიდეებში მიწაზე დასაფიქსირებლად უნდა დატოვოთ საკმარისი ცარიელი ადგილი. არ უნდა გამოიყენოთ კონტეინერის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მოცემული ფორმებისა და მასალების გარდა სხვა მასალები, მაგალითად, ხის ძელები, ასევე მასალები, რომლითაც ვერ მოეწყობა სწორი და მტკიცე ფუნდამენტი.

როგორია კონტეინერის საგარანტიო პირობები და საგარანტიო ვადა?

სავალდებულოა პროდუქციის გამოყენება ხელშეკრულებაში და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში, რომელიც თქვენ კონტეინერთან ერთად გადმოგეცემათ, მითითებული ექსპლუატაციის ზოგადი პირობების შესაბამისად. ამ პირობებში წარმოებისა და მონტაჟის ხარვეზებზე საგარანტიო ვადა 1 წელია.

როგორ ხდება კონტეინერში ტემპერატურული რეჟიმის (გათბობა და გაგრილება) რეგულირება?

ჩვენს კონტეინერებში არის უმაღლესი დონის თბოიზოლაცია. ადვილია გაგრილება და გათბობა კონდიციონერისა და ელექტროგამათბობლის მეშვეობით.

როგორ შეგვიძლია კონტეინერის გაგზავნა? ტრანსპორტირებისთვის როგორი და რამდენი მანქანაა საჭირო?

კონტეინერის ზომების მიხედვით შესაძლებელია მისი გადაზიდვა ოთხღერძიანი სატვირთო მანქანით ან ტრაილერით. თურქეთში პირველად გამოყენებული „flatpack“ სისტემით შეგვიძლია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით უფრო მეტი კონტეინერის გადატანა. „კარმოდი“ მსოფლიოში პირველი ბრენდია, რომელსაც შეუძლია 3x7 ზომის მთლიანად დასაშლელი სისტემის დამზადება და მიწოდება. ერთ ტრაილეში შესაძლებელია 12 ცალი დაშლილი 3x7 კონტეინერის ტრანსპორტირება.


WhatsApp

დაგვირეკეთ

E-mail