პროექტის აღწერა
„კარმოდმა“ კიდევ ერთი ახალი პროექტი განახორციელა.ერაყში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოებისას განსაკუთრებით მწვავედ დგას საბინაო საკითხი. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება „კარმოდმა“ იკისრა. ბაღდათის გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში „კარმოდმა“ ააშენა ასაწყობი კონსტრუქციების ქალაქი 1884 საცხოვრებელი სახლითა და სოციალური ობიექტებით. პროექტში საცხოვრებელ სახლებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სოციალურ ობიექტებსაც. გათვალისწინებული იქნა 10 000 მოსახლის ყველა საჭიროება, რომელიც ასაწყობი შენობების ქალაქში იცხოვრებს. პროექტის ფარგლებში აშენდა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო ობიექტები, სავაჭრო ცენტრები. „კარმოდმა“ მზა კონსტრუქციების სფეროში 27 წლიანი გამოცდილებით პროექტი უმოკლეს ვადაში - 7 თვეში დაასრულა. ოფიციალური უწყებებისთვის ჩაბარებული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ერაყში ახალი დასახლებების მშენებლობაში.მოცულობა
1884 ერთეული
დასრულების დრო
7 თვე